დღეს „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ მეორე ტური იწყება
დღეს „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ მეორე ტური იწყება

დღეს, 5 მარტს „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ მეორე ტური იწყება და ორი მატჩი ჩატარდება. ტური ორ დღეს გაგრძელდება და ხვალ დასრულდება.

სამშაბათი, 5 მარტი

ლოკომოტივი – საბურთალო
მიხეილ მესხი 2 – თბილისი. 19:00

დინამო ბთ – ტორპედო
დინამოს ბაზა – ბათუმი. 21:00

ოთხშაბათი, 6 მარტი, 2019

სიონი – დინამო თბ
თამაზ სტეფანია – ბოლნისი. 16:00

რუსთავი – ვიტ ჯორჯია
სფფ-ს ტექნიკური ცენტრი – რუსთავი. 18:00

ჩიხურა – დილა
მიხეილ მესხი – თბილისი. 20:00

საზოგადოებრივი მაუწყებელი მეორე ტურის ორი შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს შემოგთავაზებთ – დღეს, 5 მარტს ლოკომოტივი – საბურთალოს რეპორტაჟი (19:00, მეორე არხი) დაიწყება, ხოლო ხვალ, 6 მარტს, შეიძლება ითქვას, დიდი ხნის წინ ჩაფიქრებული რეპორტაჟი გადაიცემა: პირველი არხი განახლებული ბოლნისის თამაზ სტეფანიას სახელობის არენიდან „სიონისა“ და თბილისის „დინამოს“ შეხვედრას შემოგთავაზებთ. მატჩი 16:00 საათზე დაიწყება.