დღეს „ჩელსი“ ფრენკ ლემპარდს გაათავისუფლებს
დღეს „ჩელსი“ ფრენკ ლემპარდს გაათავისუფლებს

ლონდონის „ჩელსი“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ფრენკ ლემპარდის გაშვებას აპირებს.

იტყობინებიან, რომ 42 წლის სპეციალისტის განთავისუფლებაზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და მის შესახებ ორშაბათს გამოაცხადებენ. ამასთან დაკავშირებით, „ჩელსიმ“ დილის ვარჯიში გააუქმა.

ადრე ინგლისური პრესა წერდა, რომ ლემპარდი დატოვებდა მთავარი მწვრთნელის პოსტს, თუ გუნდის შედეგები არ გაუმჯობესდება. პრემიერლიგის 19 ტურის შემდეგ, „ჩელსი“ მეცხრე ადგილზეა გათამაშების ცხრილში. კვირას, ლონდონურმა კლუბმა „ლუტონი“ 3:1 დაამარცხა და ინგლისის თასის მერვედფინალში გავიდა.