დღეს ახალგაზრდული ევრო-2025-ის წილისყრა გაიმართება #1TVSPORT
დღეს ახალგაზრდული ევრო-2025-ის წილისყრა გაიმართება #1TVSPORT

დღეს სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში ახალგაზრდული ევრო 2025-ის ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართება და საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მეტოქეები გვეცოდინება.

21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირი 11-დან 28 ივნისამდე სლოვაკეთში ჩატარდება და 16 გუნდი ითამაშებს. წილისყრა ბრატისლავის ფილარმონიაში თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრები მეოთხე კალათაში მოხვდა. გუნდები კალათების მიხედვით ასე გადანაწილდნენ:

პირველი კალათა:

ესპანეთი, ინგლისი (გამარჯვებული), პორტუგალია, ნიდერლანდები

მეორე კალათა:

გერმანია, საფრანგეთი, უკრაინა, იტალია

მესამე კალათა:

დანია, რუმინეთი, პოლონეთი, ჩეხეთი

მეოთხე კალათა:

საქართველო, სლოვენია, ფინეთი, სლოვაკეთი (მასპინძელი)