დღეს, 19:00 საათზე საქართველოს ნაკრები ავსტრიას დაუპირისპირდება | ფუტსალი
დღეს, 19:00 საათზე საქართველოს ნაკრები ავსტრიას დაუპირისპირდება | ფუტსალი

დღეს, საქართველოს ნაკრები ფუტსალში ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ მატჩს ავსტრიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართავს.

მატჩი 19:00 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დაიწყება და პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა წარმატებით დაიწყო ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის წინასწარი რაუნდი – თბილისის ოლიმპიური სასახლეში გამართულ F ჯგუფის პირველ შეხვედრაში ავთანდილ ასათიანის გუნდმა გერმანია ანგარიშით 3:1 დაამარცხა.