დღეს, 18 თებერვალს დოჰას ტურნირის ნახევარფინალში ბასილაშვილი რეიტინგის 61-ე ჩოგანს შეხვდება #1TVSPORT
დღეს, 18 თებერვალს დოჰას ტურნირის ნახევარფინალში ბასილაშვილი რეიტინგის 61-ე ჩოგანს შეხვდება #1TVSPORT

დოჰაში მიმდინარე ATP სერიის 250-ქულიან ტურნირზე დღეს ნახევარფინალურ შეხვედრას ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩაატარებს. ფინალში გასასვლელ მატჩში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე რეიტინგის 61-ე ნომერი, 26 წლის ფრანგი არტურ რინდერკნეხი იქნება.

დღევანდელი მეტოქეები ერთმანეთს აქამდე ერთხელ შეხვედრიან, ეს იყო 2021 წელს ჰალეში და მაშინ ორ სეტში ბასილაშვილმა გაიმარჯვა. ნიკოლოზი Qatar ExxonMobil Open-ის შარშანდელი ჩემპიონია და ქართველი ჩოგბურთელი ტიტულისა და 250 სარეიტინგო ქულის შენარჩუნებას ცდილობს.

ბასილაშვილი შეჯიბრებაზე მე-3 ნომრადაა განთესილი. ქართველმა ტურნირზე მერვედფინალში შვედი ელიას იმერი დაამარცხა, ხოლო მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში უნგრელ მარტან ფუჩოვიჩს სძლია.

აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზს ოქტომბრის შემდეგ ერთეულებში თამაში არ ჰქონდა მოგებული. საქართველოს პირველი ჩოგანი დოჰას ტურნირში ასევე წყვილთა თანრიგშიც ასპარეზობდა, სადაც ქართველი ესპანელ ალეხანდრო დავიდოვიჩ ფოკინასთან ერთად მეოთხედფინალში დამარცხდა.