დეზირე დუესა და ნუნუ მენდეშის ტრავმები სერიოზული არ არის #1TVSPORT

20:30, 15.04.2026

ოთხშაბათს ჩატარებული სამედიცინო გამოკვლევების შემდეგ გაირკვა, რომ ნუნუ მენდეშისა და დეზირე დუეს დაზიანებები სერიოზული არ არის და ისინი, შესაძლოა, „პარი სენ-ჟერმენს“ უახლოეს მომავალში დაუბრუნდნენ, – ინფორმაციას RMC Sport-ი ავრცელებს.

„პარი სენ-ჟერმენის“ გამორჩეულმა ფეხბურთელებმა ტრავმები უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მეოთხედფინალურ შეხვედრაში მიიღეს, რომელშიც პარიზულმა გუნდმა „ლივერპული“ სტუმრად 2:0 დაამარცხა.

დეზირე დუემ მუხლის არეში მიიღო დარტყმა, ხოლო პორტუგალიელმა მცველმა, ნუნუ მენდეშმა ბარძაყის უკანა კუნთის არეში მცირე დისკომფორტი იგრძნო.

შესაძლო გართულებების თავიდან აცილების მიზნით სამწვრთნელო შტაბი გეგმავს, რომ მომავალ შეხვედრებში მათი სათამაშო დრო მკაცრად გააკონტროლოს და შეზღუდოს.

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „პარი სენ-ჟერმენი“ მადრიდის „რეალსა“ და მიუნხენის „ბაიერნს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება.

მსგავსი