დეზირე დუემ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „პარი სენ-ჟერმენის“ უპირატესობა ორამდე გაზარდა [ვიდეო] #1TVSPORT

23:23, 31.05.2025

„პარი სენ-ჟერმენი“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალში მილანის „ინტერს“ მე-20 წუთისთვის 2:0 ამარცხებს.

შეხვედრაში პარიზელთა მეორე გოლი 19 წლის დეზირე დუემ გაიტანა. საკუთარი საჯარიმოდან ბურთი ხვიჩა კვარაცხელიამ წამოიღო, ხოლო დუემდე ის უსმან დემბელემ მიიტანა.

პარიზელთა მხრიდან პირველი გოლი აშრაფ ჰაკიმის ანგარიშზეა. მან მე-12 წუთზე სწორედ დუეს გადაცემა გამოიყენა.

მსგავსი