დეზირე დუე - ხვიჩა კვარაცხელიასგან ბევრ რამეს ვსწავლობ #1TVSPORT
დეზირე დუე - ხვიჩა კვარაცხელიასგან ბევრ რამეს ვსწავლობ #1TVSPORT

დეზირე დუემ „პარი შენ-ჟერმენის“ ლიდერებზე ისაუბრა და ტექნიკური თვისებებით განსაკუთრებით ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია.

„კვარაცხელია გამორჩეულია, რადგან მას შეუძლია დრიბლინგი, დაცვის დახმარება და ყველა მიმართულებით მოძრაობა. გულწრფელად რომ ვთქვათ, მცველებისთვის მისი წინააღმდეგ თამაში წარმოუდგენლად რთულია.

ხვიჩა ჩემზე შთაბეჭდილებას ახდენს როგორც ვარჯიშზე, ასევე თამაშებში. ზუსტად მისნაირი მოთამაშეებისგან, რომლებსაც მაღალ დონეზე თამაშის გამოცდილება აქვთ, ყოველდღიურად ბევრ რამეს ვსწავლობ.

პსჟ-ში არიან კვარაცხელია, დემბელე, ბარკოლა, ცხადია, მათი გვერდით თამაში წინსვლაში მეხმარება. ასე რომ, ეს ჩემთვის შესანიშნავი გამოცდილებაა“.