დევისმა ჰალანდს გაასწრო და ბუნდესლიგის საუკეთესო ახალბედა მოთამაშე გახდა
დევისმა ჰალანდს გაასწრო და ბუნდესლიგის საუკეთესო ახალბედა მოთამაშე გახდა

ბუნდესლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოავლინა 2019-20 წლების სეზონის საუკეთესო ახალბედა ფეხბურთელი. ხმის მიცემაში მონაწილეობდნენ გულშემატკივრები, კლუბები და ექსპერტები.

გამოკითხვაში გამარჯვება მოიპოვა „ბაიერნი“ მცველმა ალფონსო დევისმა, რომელიც მიუნხენურ კლუბთან ერთად გერმანიის ჩემპიონი გახდა. 19 წლის კანადელმა ამ სეზონში ბუნდესლიგაში 28 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და ცხრა შედეგიანი პასი შეასრულა.

დევისმა გამოკითხვაში აჯობა „დორტმუნდის“ ფორვარდ ერლინგ ჰალანდს, „შალკეს“ მცველ ჯონჯო კენის, „გლადბახის“ ფორვარდ მარკუს ტურამსა და „კიოლნის“ გარემარბ ისმაილ იაკობსს.