დევისის თასზე იაპონია ეკვადორის მატჩი უმაყურებლებოდ ჩატარდება - ჩოგბურთი
დევისის თასზე იაპონია ეკვადორის მატჩი უმაყურებლებოდ ჩატარდება - ჩოგბურთი

დევისის თასის საკვალიფიკაციო მატჩი იაპონიასა და ეკვადორს შორის კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო მაყურებლების გარეშე ჩაივლის, იტყობინება ტურნირის ოფიციალური გვერდი.

შეხვედრა იაპონიის ქალაქ მიკიში გაიმართება და მატჩის პირდაპირი ტელეტრანსლიაცია იაპონურ ტელეარხებზე გადაიცემა. გულშემატკივრებს, ვისაც ბილეთები აქვს შეძენილი, თანხა უკან დაუბრუნდებათ.

როგორც მოსალოდნელია, ეკვადორთან მატჩში ხანგრძლივი ტრამვის შემდეგ იაპონიის ნაკრებს კეი ნიშიკირი დაუბრუნდება, რომელსაც ამერიკის ღია პირველობის შემდეგ არ უასპარეზია.

დატოვე კომენტარი