დევისის თასზე ფინალური ტურნირის წილისყრა გაიმართა
დევისის თასზე ფინალური ტურნირის წილისყრა გაიმართა

ლონდონში გაიმართა დევისის თასის ფინალური ტურნირის ჯგუფური ეტაპის წილისყრა. გათამაშების დასკვნითი ნაწილი 23-29 დეკემბერს მადრიდში უნდა ჩატარდეს.

ექვს ჯგუფში 18 გუნდი შემდეგნაირად განაწილდა:

A ჯგუფი – ესპანეთი, რუსეთი, ეკვადორი;

B ჯგუფი – კანადა, ყაზახეთი, შვედეთი;

C ჯგუფი – საფრანგეთი, ბრიტანეთი, ჩეხეთი;

D ჯგუფი – ხორვატია, ავსტრალია, უნგრეთი;

E ჯგუფი – აშშ, იტალია, კოლუმბია;

F ჯგუფი – სერბეთი, გერმანია, ავსტრია.

შეგახსენებთ, რომ დევისის თასის მოქმედი ჩემპიონია სერბეთის ნაკრები.