დევისის თასის ფორმატში ახალი ცვლილებებია

19:28, 05.09.2019

ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ გამოაცხადა მომავალი სეზონიდან დევისის თასის ფორმატის ცვლილებაზე. როგორც ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციაში აცხადებენ, ცვლილებები ყველა დონეზე კონკურენციის გაზრდას შეუწყობს ხელს.

“ამერიკის”, “აზია/ოკეანეთის” და “ევროპა/აფრიკის” ორ-ორი რეგიონული ჯგუფის ნაცვლად, შეიქმნება ორი მსოფლიო ჯგუფი.

ამ ჯგუფებისთვის შექმნიან პლეი ოფის დამატებით რაუნდებს, რომლის მატჩები გაიმართება 2020 წლის მარტში – დევისის თასის ფინალური ნაწილის შესარჩევის მატჩების პარალელურად.

თითოეულ მსოფლიოს ჯგუფში იქნება 24 ნაკრები. მატჩები ამ ჯგუფებში დაგეგმილია 3-15 სექტემბერს. თითო ჯგუფში იქნება 12 მატჩი. ყოველი მატჩი დევისის თასის ძველი ფორმატის მიხედვით გაიმართება – ერთეულთა ოთხი თამაში და ერთი წყვილების დაპირისპირება.

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს დევისის თასის ფინალური ტურნირის მადრიდში 18-24 ნოემბერს გაიმართება.

მსგავსი