დევისის თასის ფინალში საფრანგეთმა ანგარიში შეამცირა
დევისის თასის ფინალში საფრანგეთმა ანგარიში შეამცირა

დევისის თასის ფინალში, რომელიც საფრანგეთის ქალაქ ლილში მიმდინარეობს, მესამე მატჩი გაიმართა. ეს წყვილების შეხვედრა იყო, რომელშიც ფრანგების დუეტმა პიერ-უგ ერბერისა და ნიკოლა მაუს შემადგენლობით, ოთხ სეტში ხორვატები ივან დოდიგი და მატე პავიჩი დაამარცხეს – 6:4, 6:4, 3:6, 7:6 (3).

ფინალურ მატჩში ანგარიში გახდა 2:1 ხორვატიის სასარგებლოდ. შეგახსენებთ, რომ პარასკევს ხორვატებმა ორივე ერთეულთა მატჩი მოიგეს – ბორნა ჩორიჩმა დაამარცხა ჟერემი შარდი – 6:2, 7:5, 6:4, მარინ ჩილიჩმა კი ჟო-ვილფრიდ ცონგას სძლია – 6:3, 7:5, 6:4.

კვირას ბოლო ორი შეხვედრა გაიმართება და გამოვლინდება წლის ბოლო საჩოგბურთო ტურნირის გამარჯვებული.