დევისის თასის ახალი ფორმატი - 18 ნაკრები და ერთი კვირა ნოემბერში
დევისის თასის ახალი ფორმატი - 18 ნაკრები და ერთი კვირა ნოემბერში

ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის დირექტორთა საბჭომ მხარი დაუჭირა გუნდური ჩემპიონატის – დევისის თასის ფორმატის რეფორმირებას, – ამის შესახებ ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება.

ახალი ფორმატის თანახმად, ტურნირი ნოემბერში, ერთი კვირის განმავლობაში გაიმართება. მასში 18 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. აქედან 16-ს მიიწვევენ რეიტინგის თანახმად, კიდევ ორს ორგანიზატორები აარჩევენ.

თავდაპირველად, გუნდები წრიული სისტემით ითამაშებენ, რის შემდეგაც, პლეი ოფის მონაწილე რვა გუნდი გაირკვევა. ისინი ავტომატურად მიიღებენ შემდეგ გათამაშებაში მონაწილეობის უფლებას.

აღნიშნავენ, რომ ცვლილება შეეხება მხოლოდ ელიტურ დივიზიონს. ზონალური პირველობები ძველი ფორმატით გაგრძელდება.

მოსალოდნელია, რომ ტურნირის ახალი ფორმატი 2019 წელს ამოქმედდეს.