დევისის 42 ქულა და 12 მოხსნა „იუტასთან“ მოგებულ მატჩში [ვიდეო]
დევისის 42 ქულა და 12 მოხსნა „იუტასთან“ მოგებულ მატჩში [ვიდეო]

ორლანდოში გრძელდება ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონი. „იუტა“ „ლეიკერსს“ დაუპირისპირდა და ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა.

ლოს ანჯელესურ გუნდში ბრწყინვალე შეხვედრა გამართა ენტონი დევისმა. მის ანგარიშზე 42 ქულა, 12 მოხსნა, ოთხი პასი და სამი ჩაჭრაა. ლებრონ ჯეიმსმა მატჩი 22 ქულით, რვა მოხსნით და ცხრა გადაცემით დაასრულა.

„იუტას” რიგებში ყველაზე მეტი 33 ქულა დონოვან მიჩელის ანგარიშზეა. მაიკ კონლიმ მატჩი 24 ქულით დაასრულა. 16 ქულითა და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა რუდი გობერმა.

დღის სხვა მატჩების შედეგები:

მაიამი – ტორონტო 103-107
ოკლაჰომა – დენვერი 113-121
ვაშინგტონი – ინდიანა 100-111
ნიუ ორლეანი – მემფისი 109-99
ფილადელფია – სან ანტონიო 132-130