დევისის 40 ქულა და 20 მოხსნა „მემფისთან“ და „ლეიკერსის“ ზედიზედ მესამე გამარჯვება რეგულარულში [ვიდეო]

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) გრძელდება რეგულარული სეზონი. დღეს სამი შეხვედრა გაიმართა.

მორიგი შთამბეჭდავი გამარჯვება იზეიმა „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“. ფრენკ ფოგელის გუნდმა მეტოქეს დიდი ანგარიშით – 120:91 სძლია. მოედანზე საუკეთესო ენტონი დევისი იყო, რომელმაც 40 ქულითა და 20 მოხსნით შთამბეჭდავი ორმაგი დუბლი გაიფორმა. ლებრონ ჯეიმსმა მატჩი 23 ქულით დაასრულა.

„მაიამი“ 112:97 „ატლანტა“

„დენვერი“ 106:109 „დალასი“