დევისი აქტიურ სპორტს უბრუნდება

15:37, 15.12.2018

NBA-ს ყოფილი კალათბურთელი გლენ „ბიგ ბეიბი“ დევისი კალათბურთს უბრუნდება. მოგეხსენებათ, სპორტსმენი ნარკოტიკებთან დაკავშირებულ სკანდალში იყო გახვეული. პოლიციამ დევისი ნარკოტიკების გასაღებისთვის დააკავა და აქედან გამომდინარე მას NBA-ში თამაშის უფლება სამუდამოდ აეკრძალა.

ერთ დროს „ლოს ანჯელეს კლიპერსისა“ და „ბოსტონ სელტიკსის“ ცენტრმა კანადურ საკალათბურთო გუნდ „სენტ ჯონსონთან“ გააფორმა კონტრაქტი. პირველ შეხვედრას ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გლენ დევისი, მომდევნო პარასკევს გამართავს.

მსგავსი