დევინ ბუკერი ტოკიოს ოლიმპიადაზე ითამაშებს #1TVSPORT
დევინ ბუკერი ტოკიოს ოლიმპიადაზე ითამაშებს #1TVSPORT

„ფინიქსის“ მცველმა დევინ ბუკერმა განაცხადა, რომ მზად არის აშშ-ის ნაკრებში ტოკიოს ოლიმპიადაზე სათამაშოდ.

ასევე იტყობინებიან, რომ ამერიკის კალათბურთის ფედერაცია მოლაპარაკებებს აწარმოებს ბუკერის თანაგუნდელთან კრის პოლთან, რათა ის დათანხმდეს ნაკრებში თამაშს.

უფრო ადრე ტოკიოში გამგზავრებაზე თანხმობა განაცხადეს დენიან ლილარდმა („პორტლენდი“), დრეიმონდ გრინმა („გოლდენ სტეიტი“), ჯეისონ ტეიტუმმა („ბოსტონი“) და ბრედლი ბილმა („ვაშინგტონი“).

ამერიკის შეერთებული შტატების საწვრთნელი ბანაკი 6 ივლისს, ლას ვეგასში დაიწყება. გუნდის შემადგენლობა ივნისის ბოლოს იქნება ცნობილი.