დევიდ სტერნმა ინსულტი გადაიტანა
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ყოფილმა კომისარმა დევის სტერნმა ინსულტი გადაიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას „ესპნ“-ს (ESPN) ჟურნალისტი ადრიან ვოჟნაროვსკი ავრცელებს. წყაროს ცნობით სტერნს ტვინში სისხლის გაჟონვა ნიუ იორკის ერთ-ერთ რესტორანში მოუვიდა, რის გამოც მისი სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.
სტერნს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ამ დრომდე ნბა-ს ყოფლი კომისარი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. დევის სტერნი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 2014 წლამდე მუშაობდა.
Stern collapsed at the Brasserie 8.5 Restaurant in Manhattan today and was rushed to the hospital for the emergency surgery. https://t.co/qPbSbdotFr
— Adrian Wojnarowski (@wojespn) 13 December 2019