დევიდ ორშტეინის ინფორმაციით, „ტოტენჰემი“ მთავარი მწვრთნელის შეცვლას არ აპირებს #1TVSPORT
დევიდ ორშტეინის ინფორმაციით, „ტოტენჰემი“ მთავარი მწვრთნელის შეცვლას არ აპირებს #1TVSPORT

ბრიტანელი სპორტული ჟურნალისტის, დევიდ ორშტეინის ინფორმაციით, ლონდონის „ტოტენჰემი“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ავსტრალიელი ენჯ პოსტეკოგლუს გათავისუფლებას არ გეგმავს.

მიმდინარე სეზონში ლონდონური გუნდი არადამაჯერებლად გამოიყურება და ამჟამად ინგლისის პრემიერლიგაში მე-12 ადგილზეა. ასევე, გუნდი მეცხრე პოზიციაზეა ევროპის ლიგაზე. ამ ყველაფრის ფონზე, ბრიტანული მედია წერდა, რომ „ტოტენჰემი“ ავსტრალიელს შეცვლიდა.

როგორც ორშტეინი წერს, პოსტეკოგლუზე ზეწოლა დიდია, თუმცა კლუბს ჯერ-ჯერობით მასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული პოზიცია აქვს.

59 წლის პოსტეკოგლუმ „ტოტენჰემი“ გასული სეზონის დასაწყისში ჩაიბარა. მასთან ერთად გუნდმა პრემიერლიგაში მეხუთე ადგილი დაიკავა.