დევიდ ლემი – ბრიტანეთი მიესალმება აშშ-ისა და უკრაინის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ეკონომიკური პარტნიორობის გასაფორმებლად

09:21, 01.05.2025

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-უკრაინას შორის წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას გამოეხმაურა.

დევიდ ლემის თქმით, მიესალმება ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ პარტნიორობას.

„დიდი ბრიტანეთი მიესალმება აშშ-ისა და უკრაინის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ეკონომიკური პარტნიორობის გასაფორმებლად. დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა უკრაინისადმი რჩება ურყევი. ჩვენი 100-წლიანი პარტნიორობით, ჩვენ ვაღრმავებთ ეკონომიკურ და უსაფრთხოების კავშირებს ორივე ქვეყნის მომავალი თაობებისთვის“, ​​​​​​​​​​​​​​​​- წერს ლემი.

აშშ-მა და უკრაინამ ხელი მოაწერეს წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას და საინვესტიციო ფონდის შექმნაზე შეთანხმდნენ.

მსგავსი