დევიდ ჰეიმ ყველა დროის საუკეთესო მძიმეწონოსანთა რეიტინგი შეადგინა

18:34, 17.05.2020

ორ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა დევიდ ჰეიმ შეადგინა სუპერმძიმე წონაში ყველა დროის საუკეთესო მოკრივეთა რეიტინგი. სიას სათავეში ჩაუდგა მოჰამედ ალი, მაიკ ტაისონი კი ტოპ-ხუთეულში ვერ მოხვდა.

„ჯერჯერობით ყველა ლაპარაკობს ევანდერ ჰოლიფილდისა და მაიკ ტაისონის მესამე ბრძოლაზე, მე კი შევადგინე ისტორიაში საუკეთესო სუპერმძიმეწონოსნების რეიტინგი, – დაწერა ჰეიმ ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე. – მასში არ არიან მოქმედი მოკრივეები და მებრძოლები 45 წლამდე. ჩვენ ვლაპარაკობთ დიად მოკრივეებზე, რომლებმაც კარიერა დაასრულეს“, – განაცხადა ჰეიმ, რომლის რეიტინგი ასე გამოიყურება:

1. მოჰამედ ალი

2. ლენოქს ლუისი

3. ევანდერ ჰოლიფილდი

4. ჯორჯ ფორმენი

5. ლარი ჰოლმსი

6. მაიკ ტაისონი

7. ჯო ფრეიზერი

8. სონი ლისტონი

9. კენ ნორტონი

10 რიდიკ ბოუ

მსგავსი