დევიდ ბრანჩს ჩაგდებული დოპინგ ტესტის გამო ორწლიანი დისკვალიფიკაცია ელის
დევიდ ბრანჩს ჩაგდებული დოპინგ ტესტის გამო ორწლიანი დისკვალიფიკაცია ელის

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის საშუალო წონითი კატეგორიის მებრძოლმა დოპინგ-ტესტი ჩააგდო. სისხლში აღმოჩენილი ნივთიერება „იპამორელინის“ გამო 37 წლის მებრძოლი სადისციპლინო კომიტეტმა ორწლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

აქედან გამომდინარე, ბრანჩი ოქტაგონზე 2021 წლის ივლისამდე ვერ გამოჩნდება. შეგახსნეებთ, რომ ამერიკელ მებრძოლს შერეულ ორთაბრძოლებში სულ 28 ბრძოლა აქვს გამართული. აქედან 22 დაპირისპირება მისი გამარჯვებით დასრულდა.