დევიდ ბექჰემმა მსოფლიო ჩემპიონატის დროს 19 მილიონი გამოიმუშავა #1TVSPORT

17:44, 22.07.2026

ინგლისის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი დევიდ ბექჰემი 19 მილიონი ფუნტით უფრო მდიდარი გახდა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის დროს სარეკლამო კამპანიებში მონაწილეობის წყალობით, – წერს გაზეთი The Sun-ი.

მიუხედავად იმისა, რომ ბექჰემის სათამაშო კარიერა დიდი ხნის წინ დასრულდა, ის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პერსონად რჩება მსოფლიო სპორტში და მატჩების ტრანსლიაციებისას პრაქტიკულად ყველა სარეკლამო ბლოკში ჩნდებოდა.

მსოფლიო ჩემპიონატის დღეებში ბექჰემი ბევრი ბრენდის სახე იყო – ჩიფსებითა და ლუდით დაწყებული და საბანკო მომსახურებით დამთავრებული.

მიუხედავად იმისა, რომ შაკირამ, ჯასტინ ბიბერმა და სხვა ვარსკვლავებმა მსხვილი ჰონორარები მიიღეს ფინალის შესვენებაზე გამოსვლისთვის, სელებრითებს შორის სწორედ ბექჰემი გახდა ლიდერი მიღებული შემოსავლებით.

მსგავსი