დევიდ ბექჰემის კლუბმა ანტირეკორდი დაამყარა

09:23, 21.07.2020

ამერიკულმა საფეხბურთო კლუბმა „ინტერ მაიამიმ“, რომლის მფლობელი და პრეზიდენტია ინგლისის ნაკრების ყოფილი კაპიტანი დევიდ ბექჰემი, „მეიჯორ სოკერ ლიგის“ ანტირეკორდი დაამყარა.

ორშაბათს, „ნიუ იორკ სიტისთან“ 0:1 წაგების შემდეგ, ფლორიდული კლუბი A ჯგუფში ბოლო ადგილამდე დაეშვა და დაკარგა პლეი ოფში გასვლის შანსი.

„ინტერ მაიამის“ წელს ჰქონდა დებიუტი MLS-ში. მიმდინარე სეზონში მან ხუთი მატჩი ჩაატარა და ყველა წააგო, რაც ლიგის ახალი ანტირეკორდია.

მსგავსი