დევიდ ბექჰემი თვლის, რომ სოლსკიაერი „მანჩესტერ იუნაიტედში“ წარმატებით მუშაობს
დევიდ ბექჰემი თვლის, რომ სოლსკიაერი „მანჩესტერ იუნაიტედში“ წარმატებით მუშაობს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი ნახევარმცველი დევიდ ბექჰემი მიიჩნევს, რომ ოლე გუნარ სოლსკიაერი გუნდში საქმეს ძალიან კარგად ასრულებს.

„ვფიქრობ, რომ სოლსკიაერი საქმეს წარმატებით ასრულებს. ის ზრდას განაგრძობს და თავის ფეხბურთელებზეც პოზიტიურად საუბრობს. ეს მან სერ ალექს ფერგიუსონისგან ისწავლა. თავის ფეხბურთელებს ის საჯაროდ არასდროს გააკრიტიკებდა. მე მიმაჩნია, რომ სოლსკიაერი ჯერ კიდევ სწავლობს და ის აუცილებლად იგრძნობს გულშემატკივრების მხარდაჭერას, რადგან კარგი ადამიანია. იმედი დავიტოვოთ, რომ ეს პერიოდი დიდხანს არ გასტანს და „მანჩესტერ იუნაიტედი“ კვლავ დაუბრუნდება იმ ადგილს, რომელსაც იმსახურებს“, – აცხადებს ბექჰემი „სკაი სპორტსთან“ ინტერვიუში.

ამჟამად, 27 ტურის შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედი“ პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა და სამი ქულით ჩამორჩება მეოთხეადგილოსან „ჩელსის“.