დევიდ ბექჰემი ისევ ითამაშებს მანჩესტერ იუნაიტედში
დევიდ ბექჰემი ისევ ითამაშებს მანჩესტერ იუნაიტედში

მანჩესტერ იუნაიტედისა და ბაიერნის ლეგენდები ჩაატარებენ საქველმოქმედო მატჩს, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ინგლისური კლუბის გამარჯვების 20 წლისთავს მიეძღვნება.

„მოხარული ვარ, რომ ოლდ ტრაფორდზე ვბრუნდები. 1999 წელი ძალიან მასშტაბური იყო ჩვენთვის, ამიტომაც ამ მომენტის აღდგენა მართლაც განსაკუთრებული მოვლენა იქნება. მოუთმენლად ველი თამაშს“, – თქვა ბექჰემმა.

მატჩი ოლდ ტრაფორდზე 26 მაისს გაიმართება, – წერს მანჩესტერ იუნაიტედის ოფიციალური ტვიტერი.

ბექჰემის გარდა, იუნაიტედის შემადგენლობაში ითამაშებენ ნიკი ბატი, პოლ სქოულზი და იესპერ ბლომკვისტი. ელოდებიან, რომ მინდორზე იქნება ასევე მანჩესტერის ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ოლე-გუნარ სოლსკიაერი, რომელმაც ბაიერნს ფინალში გამარჯვების გოლი გაუტანა. გუნდს უხელმძღვანელებს სერ ალექს ფერგიუსონი.