დევიდ ბექჰემი - ინგლისის ნაკრები ჩემი ოცნების სამუშაოა
დევიდ ბექჰემი - ინგლისის ნაკრები ჩემი ოცნების სამუშაოა

ინგლისის ნაკრების კაპიტანმა დევიდ ბექჰემმა ეროვნულ გუნდში მთავარ მწვრთნელად მუშაობას „ოცნების სამუშაო“ უწოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბექჰემს არ დაუმთავრებია სამწვრთნელო კურსები და, როგორც ჩანს, არ აპირებს საკუთარი მომავალი დაუკავშიროს ამ პროფესიას, ის მზად არის განიხილოს წინადადება – სათავეში ჩაუდგეს ინგლისის ნაკრებს.

„რომ მქონდეს ინგლისის ნაკრების გაწვრთნის შესაძლებლობა, გამოვიყენებდი თუ არა მას? რა თქმა უნდა, განიხილავდი ასეთ შესაძლებლობას, რადგან პატრიოტი ინგლისელი ვარ და განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს ეროვნული გუნდის მიმართ. მაგრამ ვიქნები თუ არა ამ საქმეში კარგი? ვინ იცის?

ეს ჩემი ოცნების სამუშაოა, მაგრამ გარეტ საუტგეიტი პირდაპირ დღეს დაუჯერებელ სამუშაოს ასრულებს. მან ნაკრებში დააბრუნა ენერგია და სიხარული. და გულშემატკივრები, ჩემი ჩათვლით, ტკბებიან ამით“, – მოჰყავს ბექჰემის სიტყვები გაზეთ „ას“-ს (AS).