დევიდ ბექჰემი „ფიფა 21“-სგან უფრო მეტ თანხას მიიღებს, ვიდრე ფეხბურთელობისას ჰქონდა
დევიდ ბექჰემი „ფიფა 21“-სგან უფრო მეტ თანხას მიიღებს, ვიდრე ფეხბურთელობისას ჰქონდა

ინგლისის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, „ინტერ მაიამის“ თანამფლობელმა, დევიდ ბექჰემმა სარფიანი კონტრაქტი გააფორმა კომპანია EA Sports-თან, რომელმაც ცოტა ხნის წინ გამოუშვა საფეხბურთო სიმულატორის ახალი ვერსია – „ფიფა 21“.

ბექჰემი ახალი თამაშის გარეკანზე მოხვდა და „ფიფა 21“-ში კერპის ბარათი მიიღო. გაზეთ „სანის“ ინფორმაციით, ინგლისელმა სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც 40 მილიონ ფუნტს გამოიმუშავებს – ეს იმაზე მეტია, ვიდრე ინგლისელი ფეხბურთელობისას იღებდა.

„FIFA 21-ის შემქმნელებმა შესთავაზეს 30 მილიონი ფუნტი სამ წელიწადში, მან კი უფრო სარფიანი ხელშეკრულება გააფორმა. ეს სოლიდური დამატებითი შენაძენია ბექჰემის ბრენდისთვის და ყველაზე იოლი ფული, რაც მას აქამდე მიუღია“, – დაიწერა „სანმა“.