"დეტროიტმა" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო
"დეტროიტმა" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი მატჩები გაიმართა.

“დეტროიტმა” საკუთარ არენაზე “პორტლენდს” უმასპინძლა და მეტოქეს 20 ქულის სხვაობით 111-91 მოუგო. ვან განდის გუნდის რიგებში საუკეთესო კლუბის ახალწვეული ბლეიკ გრიფინი გამოდგა, რომელმაც 21 ქულასთან ერთად 9 მოხსნა და 6 პასი დააგროვა. 17 ქულითა და 17 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა ანდრე დრამონდმა. პორტლენდელთა შორის კი ყველაზე მეტი, 20 ქულა, დემიენ ლილარდის ანგარიშზეა.

ინდიანა – ვაშინგტონი 102-111
მაიამი – ორლანდო 109-111
ნიუ ორლეანი – იუტა 109-133
დენვერი – შარლოტი 121-104
საკრამენტო – ჩიკაგო 104-98
კლიპერსი – დალასი 104-101