დეტროიტმა მოქმედ ჩემპიონს მოუგო - ფაჩულიამ ყოფილ გუნდს ორი ქულა ჩაუგდო [ვიდეო]
დეტროიტ „პისტონზი“ საშინაო სერიას წარმატებულად ატარებს. მიჩეგანელებმა, ზედიზედ ხუთი მატჩი მოიგეს. დღეს დილით, დუეინ კეისის გუნდმა, საკუთარ დარბაზში, მოქმედი ჩემპიონი, გოლდენ სტეიტ „უორიორზი“ 111-102 დაამარცხა.
საკმაოდ დიდი პაუზის შემდეგ, გოლდენ სტეიტს, სტეფ კარი დაუბრუნდა, რომელმაც 28 ქულა მოიპოვა. თამაში, მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა. „პისტონზმა“ მეტოქე მუდმივად მდევრის როლში ამყოფა და ცხრა ქულიანი სხვაობით გაიმარჯვა. 26 ქულა გააკეთა ბლეიკ გრიფინმა, მორიგი ორმაგი დუბლი გაიფორმა ანდრე დრამუნდმა, ლიგის მთავარი მომხსნელი ცენტრის ანგარიშზე, 16 ქულა და 19 მოხსნაა. რაც შეეხება ზაზა ფაჩულიას, ქართველ კალათბურთს, მთავარმა მწვრთნელმა, 12 წუთი დაუთმო . ზაზამ, ყოფილი გუნდის წინააღმდეგ, 2 ქულა 4 მოხსნა და 1 პასი გააკეთა.
ამ გამარჯვების შემდეგ, „პისტონზი“ აღმოსავლეთ კონფერენციის, საუკეთესო ოთხეულში იმყოფება. მორიგ შეხვედრას, NBA-ს სამგზის ჩემპიონები, კვლავ საკუთარ მოედანზე, ოკლაჰომა „სითი თანდერის“ წინააღმდეგ გამართავენ.
დღესვე, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში კიდევ ექვსი მატჩი გაიმართა, რომლებშიც შემდეგი ანგარიშები დაფიქსირდა:
ნიუ იორკი 136:134 მილოუკი
ვაშინგტონი 102:88 ბრუკლინი
კლივლენდი 95:106 ტორონტო
ჰიუსტონი 121:105 ჩიკაგო
მინესოტა 109:118 ბოსტონი
საკრამენტო 111:110 ინდიანა