დეტროიტმა კლივლენდი დაამარცხა, შარლოტს კემბა უოქერმა მოაგებინა, ვესტრბუკის დაბრუნებამ ოკლაჰომას ვერ უშველა
დეტროიტმა კლივლენდი დაამარცხა, შარლოტს კემბა უოქერმა მოაგებინა, ვესტრბუკის დაბრუნებამ ოკლაჰომას ვერ უშველა

მორიგი მატჩები ჩატარდა ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში. ბოლო ხუთ თამაშში, მეოთხე მოგება გაიფორმა დეტროიტმა. „პისტონზმა“ საკუთარ მოედანზე, აღმოსავლეთ კონფერენციის აუტსაიდერი, კლივლენდ „კავალიერსი“ მიიღო და 113-103 აჯობა. ზაზა ფაჩულიამ შეხვედრა 2 ქულით და 3 მოხსნით დაასრულა. დეტროიტელებს კვლავ დრამონდი-გრიფინის წყვილმა ულიდერა. ამ ორმა კალათბურთელმა, საერთო ჯამში, 44 ქულა და 28 მოხსნა მოაგროვა. ბოლო მეოთხედის წინ დეტროიტელები 24 ქულის სხვაობით იგებდნენ და დუეინ კეისიმ, დარჩენილ დროში, სათადარიგოები დატვირთა. ამ გამარჯვების შემდეგ, „პისტონზი“ აღმოსავლეთში მეხუთე ადგილზე გადავიდა. აღსანიშნავია, რომ მიჩიგანელებს ყველაზე ნაკლები თამაში აქვთ ჩატარებული. დეტროიტი ზედიზედ ორ შეხვედრას ჰიუსტონ „როკეტსის“ წინააღმდეგ ჩაატარებს, რასაც ხუთ მატჩიანი საშინაო სერია მოყვება.

შეუჩერებელია კემბა უოქერი. შარლოტის ლიდერმა, ბოსტონ „სელტიქსს“ 43 ქულა ჩაუგდო და საკუთარი გუნდის წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. „ჰორნეტსმა“ 117-112 გაიმარჯვა.

ვესტბრუკის დაბრუნებამ ოკლაჰომას ვერ უშველა . „სითი თანდერმა“ სეზონის აღმოჩენასთან, საკრამენტო „კინგზთან“ წააგო 113-117. ტრავმის შემდეგ დაბრუნებულმა ვესტბრუკმა 29 ქულა, 13 მოხსნა და 7 პასი გააკეთა. პოლ ჯორჯის ანგარიშზე კი 27 ქულა და 9 მოხსნაა.

სან ანტოინიო პლეი ოფის ზონაში აღარ არის. „სფერსმა“ ახალ ორლეანში 14 ქულის სხვაობით, ანგარიშით 126-140 წააგო. პოპოვიჩის გუნდი დასავლეთში მხოლოდ მეათეა. „პელიკასნისთვის“ ეს ზედიზედ მესამე გამარჯვება გამოდგა. ახალორლეანელები 7-ე ადგილზე გადავიდნენ.

ინდიანა-იუტა 121-94
ფილადელფია-ფინიქსი 119-114
ატლანტა-კლიპერსი 119-127
მემფისი-დალასი 98-88
მილუოკი-დენვერი 104-98