დეტროიტის რეგრესი - ლიდერების მატჩი მილუოკიმ მოიგო
დეტროიტის რეგრესი - ლიდერების მატჩი მილუოკიმ მოიგო

NBA-ს მიმდინარე რეგულარულ სეზონში კვლავ არასტაბილურად თამაშობს დეტროიტ „პისტონსი“. მიჩეგანელებმა ხუთმატჩიან გამარჯვების სერიას, ზედიზედ ოთხი მარცხი მიაყოლეს და ეს ჩემპიონატის სტარტზე პირველი შემთხვევა არ არის.

დუეინ კეისის გუნდმა ამჯერად საკუთარ მოედანზე ნიუ ორლეანს „პელიკანსთან“ 108-116 წააგო. მასპინძელთა ქართველმა ცენტრმა, ზაზა ფაჩულიამ, მოედანზე 10:42 წუთი გაატარა და ამ ხნის განმავლობაში საკუთარ გუნდს – 6 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი შესძინა. „პისტონსის“ რიგებში, საუკეთესო ბლეიკ გრიფინი იყო 35 ქულით. გამარჯვებულთა შორის, ჯრიუ ჰოლიდეი გამოირჩა 37 ქულით. ნიუ ორლეანსი ამ მოგების შემდეგ პლეი-ოფის ზონას მიუახლოვდა. რაც შეეხება დეტროიტს, ეს გუნდი აღმოსავლეთში მეექვსე ადგილამდე დაქვეითდა.

ამავე კონფერენციის ცენტრალური დაპირისპირება „ეირ კანადა ცენტრში“ შედგა, სადაც ტორონტო „რეპტორსმა“ მილუოკი „ბაქსს“ უმასპინძლა. ლიდერების შეხვედრაში კანადელებმა თამაშის პირველი მეოთხედი ხუთი ქულის სხვაობით მოიგეს. ამის შემდეგ კი სტუმრები გააქტიურდნენ და დარჩენილი დრო გაცილებით მაღალ დონეზე ჩაატარეს.

მიულოუკელთა შორის განსაკუთრებით წინა ხაზელები გამოირჩნენ. იანის ანტეტუკონმპომ 19 ქულასთან ერთად 19 მოხსნა გააკეთა. ასევე 19 ქულა მოაგროვა ბრუკ ლოპესმა ხოლო მალკოლმ ბროგდონის ანგარიშზე 18 ქულა დაფიქსირდა. საბოლოოდ, „ბაქსმა“ 104-99 გაიმარჯვა და „რეპტორზთან“ ჩამორჩენა ოთხ მოგებამდე შეამცირა, თუმცა მილუოკის ტორონტოელებთან შედარებით სამი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

სან ანტონიო-იუტა 110-97
ნიუ იორკი-შარლოტი 107-119