დეტროიტის გამარჯვებების სერია შეწყდა - დასავლეთში დენვერი გალიდერდა [ვიდეო]
დეტროიტის გამარჯვებების სერია შეწყდა - დასავლეთში დენვერი გალიდერდა [ვიდეო]

ზედიზედ ხუთი გამარჯვების შემდეგ, რეგლარული სეზონის მორიგ ტურში, დეტროიტ „პისტონზმა“ საკუთარ მოედანზე წააგო. დუეინ კეისის გუნდი, ოკლაჰომასთან უშანსოდ დამარცხდა – 83:110. სტუმრებმა, თავიდანვე დაიჭირეს თამაშის რიტმი და მეტოქეს, თითქმის ყველა კომპონენტში აჯობეს. ზაზა ფაჩულიამ შეხვედრა, უქულოდ დაასრულა. ქართველ, კალათბურთელს, 6 მოხსნა და 2 პასი მოუგორვდა. დეტროიტი, აღმოსავლეთ კონფერენციაში, კვლავ მეოთხეა და მომდევნო მატჩი, მილუოკი „ბაქსთან“ აქვს.

დასავლეთ კონფერენციაში ორხელისუფლებიანობაა, ცხრილის სათავაშე, დენვერ „ნაგეტსი“ და ლოს ანჯელეს „კლიპერსი“ არიან. დამატებითი მაჩვენებლებით, პირველზე კოლორადოელთა კლუბია. დენვერმა, აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერი, ტორონტო „რეპტორზი“ მისსავე მოედანზე, 106:103 დაამარცხა. ამ შეხვედრაში, ყველაფერი უკანასკნელ წამებზე გადაწყდა. მორიგი სამმაგი დუბლი გაიფორმა, ნიკოლა იოკიჩმა. „ნაგეტსის“ სერბმა უნივერსალმა: 23 ქულა, 15 პასი და 11 მოხსნა გააკეთა. ტორონტოს კავაი ლეონარდმა ულიდერა, 27 ქულით და 8 მოხსნით.

სტეფ კარის დაბრუნების შემდეგ, გოლდენ სტეიტი ფორმაში შედის. მოქმედმა ჩემპიონმა, ლიგის ერთერთი ყველაზე სუსტი გუნდი, ატლანტა „ჰოქსი“ 128:111 „ფილიპს არენაზე“ დაამარცხა. კარიმ მეტოქეს, 30 ქულა ჩაუგდო. 28 ქულა, კევინ დიურანტის ანგარიშზეა, ტომპსონის მონაგარმა, 27 ქულა შეადგინა. „უორიორზი“ ამ ეტაპზე 16 მოგებით და 9 მარცხით, მეოთხე პოზიციას იკავებს. სტივ კერის გუნდი, მომდევნო შეხვედრას, კლივლენდ „კავალიერის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

მინესოტა – ჰიუსტონი 103:91
ბრუკლინი – კლივლენდი 97:99
ნიუ იორკი – ვაშიგტონი 107:110
ნიუ ორლეანსიკლიპერსი 126:129