დეტროიტის ფორვარდი კრისტიან ვუდი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) კორონავირუსი არაერთ კალათბურთელს დაუდგინდა. სპორტსმენები დღემდე მკურნალობის პროცესს გადიან. „დეტროიტ პისტონსის“ ფორვარდი კრისტიან ვუდი, რომელსაც ასევე დაუდგინდა COVID 19-ის ინფექცია, სრულად გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას ამის შესახებ ჟურნალისტი შემს ჩარანია ავრცელებს.
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსი უკვე 495 000-ზე მეტ ადამიანს დაუდგინდა. 120 000-ზე მეტი პაციენტი უკვე გამოჯანმთელდა.
Wood is the first known NBA player to clear from coronavirus — after testing positive nearly two weeks ago. https://t.co/4y6rHeWR2k
— Shams Charania (@ShamsCharania) March 26, 2020