დეშამმა საფრანგეთის ნაკრებიდან ბენზემას წასვლის შესახებ ისაუბრა #1TVSPORT
დეშამმა საფრანგეთის ნაკრებიდან ბენზემას წასვლის შესახებ ისაუბრა #1TVSPORT

საფრანგეთის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა ნაკრებიდან ქარიმ ბენზემას წასვლის შესახებ ისაუბრა და ჟურნალისტებს ამ ამბის საკუთარი ვერსია გააცნო.

„მე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე დავკარგე. ქარიმი დამწუხრებული იყო, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ითამაშებდა. მითხრა, რომ „მკვდარია“. ჩვენი ნაკრების ექიმის დიაგნოზი მადრიდში ჩატარებულ კვლევას სრულად ემთხვეოდა და ბენზემას 10 დეკემბრამდე არ უნდა ევარჯიშა.

როცა ნაკრების დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, ჩვენ 20 წუთის განმავლობაში ვსაუბრობდით. ბოლოს ვუთხარი: „ქარიმ, არ იჩქარო“. თუმცა, მან წასვლა გადაწყვიტა. ეს ქარიმის არჩევანია, რომელიც მესმის და პატივს ვცემ. მე ნუ მკითხავთ, რატომ მოიქცა ასე, მაგრამ თავად ბენზემას სრული უფლება აქვს, ამ გადაწყვეტილების მოტივებზე ისაუბროს“, – განაცხადა საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.