დეშამი საფრანგეთის ნაკრებიდან წავა - ამის შესახებ ოთხშაბათს გამოცხადდება #1TVSPORT
საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი დატოვებს პოსტს მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შემდეგ. როგორც გაზეთი L’Equipe წერს, ამის შესახებ ოფიციალურად ოთხშაბათს სპეციალურ პრესკონფერენციაზე გამოცხადდება.
56 წლის სპეციალისტმა ეს გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ მიიღო, მაგრამ ახლა საჭიროდ მიიჩნია მისი საჯაროდ გამოცხადება.
დეშამი საფრანგეთის ნაკრებს 2012 წლიდან წვრთნის. ამ პერიოდში გუნდმა 166 მატჩი ჩაატარა, 106 მოიგო, 31 ფრედ დაასრულა და 29 წააგო. დეშამის ხელმძღვანელობით ნაკრებმა მოიგო მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატი და 2021-22 წლების ერთა ლიგა, ასევე ფინალში ითამაშა ევრო 2016-ზე და მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე.
მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატს აშშ, კანადა და მექსიკა უმასპინძლებენ.