დეშამი - კონფლიქტი პოგბას და მოურინიოს შორის გაზვიადებულია
დეშამი - კონფლიქტი პოგბას და მოურინიოს შორის გაზვიადებულია

საფრანგეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელ დიდიე დეშამს მიაჩნია, რომ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველ პოლ პოგბასა და გუნდის მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს შორის კონფლიქტის თაობაზე გადაჭარბებულია. მისი თქმით, პოგბა კარგ დონეზე თამაშობს.

„მე ვფიქრობ, რომ კონფლიქტი პოგბას და მოურინიოს შორის იყო გაბერილი“,- განაცხადა ბრასილიურ გამოცემა „ბოლასთან“ (A Bola) საუბარში ფრანგმა სპეციალისტმა. მე ვნახე, რამდენად კარგად ითამაშა ბოლო მატჩში პოგბამ. ვფიქრობ, რომ მოურინიომ იგივე ნახა. პოგბას არ აქვს პრობლემა, მაგრამ მე არ მინდა ჩარევა ფეხბურთელსა და მწვრთნელს შორის ურთიერთობაში.