დერილ უილარდი - სამურკასოვი ბრძოლისუნარიანი მოთამაშეა, ძალიან კარგი ტექნიკით #1TVSPORT
დერილ უილარდი - სამურკასოვი ბრძოლისუნარიანი მოთამაშეა, ძალიან კარგი ტექნიკით #1TVSPORT

საბერძნეთის მეორე დივიზიონის „ეპისკოპის“ მთავარმა მწვრთნელმა, დერილ უილარდმა კომენტარი გააკეთა დავით სამურკასოვის ტრანსფერზე, რომელიც გუნდმა თბილისის „ლოკომოტივიდან“ დაიმატა.

ბერძნული გუნდის მწვრთნელმა აღნიშნა, რომ კარგად იცნობს ქართველ ფეხბურთელს და მას აქვს ყველა შესაძლებლობა, ითამაშოს ეროვნულ ნაკრებში.

„სამურკასოვს რეკომენდაცია ჩემმა კოლეგამ, რიკარდო დე ვივომ გაუწია, რომელიც მას ძალიან კარგად იცნობს. ის იყო „ლოკომოტივში“, რომელმაც 2 წლის წინ ევროპის ლიგაზე მოსკოვის „დინამო“ და რუმინული „კრაიოვა“ დაამარცხა. ჩვენ ვგრძნობთ, სასურველ გარემოში მას ძლიერი მოტივაცია ექნება, რომ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მოხვდეს. სამურკასოვი ბრძოლისუნარიანი მოთამაშეა, ძალიან კარგი ტექნიკით და გატანაც შეუძლია“, – ამბობს დერილ უილარდი.

თბილისის „ლოკომოტივის“ 24 წლის ყოფილ ლიდერს საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში (17, 19, 20, 21) უთამაშია. „ლოკომოტივში“ ჩემპიონატსა და თასზე 163 შეხვედრა ჩაატარა, ხოლო ევროპის ლიგაზე – 3 მატჩი.

დატოვე კომენტარი