ევროლიგამ საკუთარ ვებგვერდზე დაასახელა რეგულარული ჩემპიონატის მე-12 ტურის საუკეთესო მოთამაშე.
ეს სტატუსი ერგო მიუნხენის „ბაიერნის“ მძიმე ფორვარდ დერიკ უილიამსს. „ჟალგირისთან“ მოგებულ მატჩში, ამერიკელმა 27 ქულა, შვიდი მოხსნა, სამი შედეგიანი პასი და ორი ჩაჭრა დააგროვა. მისმა ეფექტურობის კოეფიციენტმა 35 ქულა შეადგინა, რაც მისი საუკეთესო მაჩვენებელია სადებიუტო სეზონში. „ბაიერნს“ ექვსი მოგება და ექვსი წაგება აქვს და TOP8-ში შევიდა.
ტურის საუკეთესო ხუთ მოთამაშეს შორის მოხვდნენ: „ჟალგირისის“ ცენტრი ბრენდონ დევისი (33 ქულა), „მილანის“ მცველი მაიკ ჯეიმსი (30), „გრან კანარიას“ მცველი ნიკოლა რადიჩევიჩი (27) და „პანათინაიკოსის“ ფორვარდი კონსტანტინოს მიტროგლუ (27).