დერიკ როუზს ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
MINNEAPOLIS, MN - MARCH 09: Derrick Rose #25 of the Minnesota Timberwolves drives to the basket against the Washington Wizards during the game on March 9, 2019 at the Target Center in Minneapolis, Minnesota. NOTE TO USER: User expressly acknowledges and agrees that, by downloading and or using this Photograph, user is consenting to the terms and conditions of the Getty Images License Agreement. (Photo by Hannah Foslien/Getty Images)
მინესოტა ტიმბერვულვზისთვის მიმდინარე სეზონს წარმატებულს ნამდვილად ვერ დავარქმევთ.
გუნდი უკვე გამოეთიშა მერვე ადგილისთვის ბრძოლას, გუშინ კი ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ დერიკ როუზთან ერთად სეზონის ბოლომდე დასვენების და რეაბილიტაციის საშუალებას ჯეფ ტიგს და რობერტ კოვინგტონსაც მისცემს, რომლებსაც ტრავმები აწუხებთ. რაც შეეხება როუზს, ტიმბერვულვზის გამთამაშებელს გუშინ იდაყვის ძვალზე ოპერაცია ჩაუტარდა.
30 წლის კალათბურთელის აქტიურ სპორტში დაბრუნების ზუსტი თარიღი უცნობია. 51 მატჩში დერიკი საშუალოდ 27.3 წუთს ატარებდა პარკეტზე და ამ დროში 18 ქულას და 4.3 პასს აგროვებდა.
Derrick Rose underwent successful arthroscopic surgery to remove bone chips from his right elbow » https://t.co/JFg3olT9oM
Get well soon, @drose! 🌹 pic.twitter.com/BXaSjVdzbU
— Timberwolves (@Timberwolves) 23 March 2019