დერიკ როუზისთვის მიმდინარე სეზონი შესაძლოა ბოლო წლებში საუკეთესოდ ჩაითვალოს.
მინესოტა ტიმბერვულვზის გამთამაშებელი მატჩში საშუალოდ 18 ქულას აგროვებს და სამქულიანი დისტანციიდან 37 პროცენტით ესვრის, რაც მისი სპორტული კარიერის საუკეთესო მაჩვენებელია.
30 წლის გამთამაშებელმა მარჯვენა იდაყვის ტრავმის გამო რეგულარულის ბოლო ოთხი შეხვედრა გამოტოვა და, როგორც ირკვევა, ეს ტრავმა იმდენად სერიოზული გამოდგა, რომ როუზისთვის მიმდინარე სეზონი დასრულებულია. მან მინესოტას შემადგენლობაში 51 შეხვედრა გამართა.