დერიკ ლუისი 8 აგვისტოს ალექსეი ოლეინიკს დაუპირისპირდება
დერიკ ლუისი 8 აგვისტოს ალექსეი ოლეინიკს დაუპირისპირდება

მძიმეწონოსნები დერიკ ლუისი და ალექსეი ოლეინიკი  ერთმანეთს 8 აგვისტოს, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაუპირისპირდებიან. აღნიშნულ ინფორმაციას არაერთი გამოცემა ადასტურებს.

დერიკ ლუისი უკვე რამდენიმე წელია, მძიმე წონითი დივიზიონის ტოპ10 მებრძოლს შორის იმყოფება. ბოლო ორი ბრძოლა მან გამარჯვებით დაასრულა. ამერიკელმა ილირ ლატიფი და ბლაგოი ივანოვი დაამარცხა. ბოლო შვიდი დაპირისპირებიდან ლუისს ხუთი აქვს მოგებული (5-2). ორი მარცხი მან ყოფილ ჩემპიონ დენიელ კორმიესთან და ჯუნიორ დოს სანტოსთან განიცადა.

რაც შეეხება ოლეინიკს, რუსმა მებრძოლმა ბოლოს ფაბრიციო ვერდუმი დაამარცხა. 42 წლის ვეტერანს კარიერაში 70 ბრძოლა აქვს გამართული. ის შერეულ ორთაბრძოლებში 1996 წლიდან ასპარეზობს.