„დერბის“ ფეხბურთელები სერიოზულ ავტოავარიაში მოხვდნენ
„დერბის“ ფეხბურთელები სერიოზულ ავტოავარიაში მოხვდნენ

ინგლისის რანგით მეორე ლიგაში, ჩემპიონშიფში მოთამაშე „დერბი ქაუნთის“ ფეხბურთელები სერიოზული ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილენი გახდნენ. ამის შესახებ დაწერა „სქაი სპორტსმა“ (Sky Sports).

კლუბში ჩატარებული კრების შემდეგ, რამდენიმე ფეხბურთელმა, მათ შორის კაპიტანმა რიჩარდ კიომ ალკოჰოლის მიღება გადაწყვიტეს და მძღოლის მომსახურებაზე უარი თქვეს.

გართობის შემდეგ, მთვრალი ფეხბურთელები საჭეს მიუსხდნენ და სწორედ ეს გახდა ავტოავარიის მიზეზი.

საბოლოოდ, რიჩარდ კიომ მხრის მძიმე ტრავმა მიიღო და საავადმყოფოში მოხვდა, მისი პარტნიორები კი დააპატიმრეს. კაპიტანი ამ სეზონზე გუნდს ვეღარ დაეხმარება.

კლუბის ხელმძღვანელობა არ აპირებს ფეხბურთელების დასჯას. პირიქით – დაეხმარება მათ, რაც შეიძლება მალე დაბრუნდნენ მწყობრში.