Der Spiegel - ჯანი ინფანტინო პსჟ-სა და მანჩესტერ სიტის მაქინაციებს ხელს აფარებდა
Der Spiegel - ჯანი ინფანტინო პსჟ-სა და მანჩესტერ სიტის მაქინაციებს ხელს აფარებდა

გერმანულმა გაზეთმა Der Spiegel-მა Football Leaks-ის დოკუმენტების საფუძველზე, ევროპულ ფეხურთში არსებულ კორუფციაზე გამოძიება ჩაატარა.

ჟურნალისტების ინფორმაციით, ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო ხელს აფარებდა „პარი სენ-ჟერმენისა“ და „მანჩესტერ სიტის“ ფინანსურ მაქინაციებს, როცა უეფაში მუშაობდა.

Der Spiegel ამტკიცებს, რომ „მანჩესტერ სიტი“ და პსჟ მრავალი წლის განმავლობაში სისტემატურად არღვევდნენ ფინანსური fair play-ს. უეფას გენერალური მდივნის როლში, ინფანტინო ყატარის მთავრობის ზეწოლით, ზრუნავდა იმაზე, რომ ეს კლუბები არ დასჯილიყვნენ.

ნეიტრალიტეტის მიუხედავად, ინფანტინო საიდუმლოდ ატარებდა მოლაპარაკებებს პარიზული და მანჩესტერული კლუბების ბოსებთან. შედეგად, პსჟ და „მანჩესტერ სიტის“ არასოდეს დასჯილან ფინანსური fair play-ის დარღვევისთვის.