დეპუტატთა ჯგუფმა უკრაინის რადაში ბელარუსის აგრესორ ქვეყნად ცნობის შესახებ რეზოლუციის პროექტი დაარეგისტრირა
დეპუტატთა ჯგუფმა უკრაინის რადაში ბელარუსის აგრესორ ქვეყნად ცნობის შესახებ რეზოლუციის პროექტი დაარეგისტრირა

სახალხო დეპუტატთა ჯგუფმა უკრაინის უმაღლეს რადაში რეზოლუციის პროექტი დაარეგისტრირა, რომელიც ბელარუსს აგრესორ ქვეყნად ცნობს. როგორც უკრაინული მედია წერს, ამის შესახებ სახალხო დეპუტატმა, იაროსლავ იურჩიშინმა განაცხადა.

იურჩიშინის თქმით, ბელარუსი პასუხისმგებელი უნდა იყოს სრულმასშტაბიან ომზე, რადგან მან უზრუნველყო თავისი ტერიტორია უკრაინის წინააღმდეგ აგრესიისთვის.

„ეს ნაბიჯი საჭიროა ბელარუსის რეჟიმის პასუხისმგელობის დასადგენად. ჩვენ გვახსოვს ბელარუსის დახმარება რუსეთის წინააღმდეგ ომში და მადლობელი ვართ კალინოვსკის მებრძოლების, თუმცა ბელარუსი, როგორც ქვეყანა, იურიდიულად პასუხისმგებელი უნდა იყოს ჩვენს ტერიტორიაზე ჩადენილ დანაშაულებებზე“, – აღნიშნა სახალხო დეპუტატმა.

როგორც მედია წერს, რეზოლუციაში რადა მოუწოდებს მთავრობას, „დაუყოვნებლივ შეიმუშაოს უკრაინასა და ბელარუსს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის საკითხი“, ასევე მოუწოდებს, გაზარდოს სანქციების დახმარებით ზეწოლა მინსკზე.

მედიის ცნობით, უკრაინაში მიიჩნევენ, რომ ბელარუსის თავდაცვის უწყებას დაქვემდებარებული ქარხნები რუსეთს ეხმარებიან, ასევე, ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინაზე რეგულარულად ხორციელდება დარტყმები უპილოტო საფრენი აპარატებით.