დეპუტატების სამუშაო ჯგუფი ახალ საარჩევნო რეფორმაზე მსჯელობას აგრძელებს
დეპუტატების სამუშაო ჯგუფი ახალ საარჩევნო რეფორმაზე მსჯელობას აგრძელებს

ახალ საარჩევნო რეფორმაზე მსჯელობა გრძელდება. დეპუტატები მეორე დღეა, აღნიშნულ რეფორმაზე კაჭრეთში, გასვლით სხდომაზე მსჯელობენ.

სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, დღეს განხილვის თემაა საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებისა და დავების განხილვის საკითხი.

სამუშაო ჯგუფმა დღეს პოზიციები უნდა შეაჯეროს იმის თაობაზე, თუ როგორი საარჩევნო სისტემითა და ტექნიკური აღჭურვილობით უნდა ჩატარდეს ქვეყანაში არჩევნები.

ახალი საარჩევნო სისტემის ფარგლებში, ცესკო 17 წევრით დაკომპლექტდება, რომელთაგან რვას პროფესიული წესით აირჩევენ, ცხრას პოლიტიკური პარტიები წარადგენენ.