„დეპორტივომ“ ობამეიანგი გაიფორმა #1TVSPORT

21:54, 17.07.2026

ლა ლიგის ახალწვეულმა, „დეპორტივომ“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაცხადა გაბონელი ფორვარდის, პიერ-ემერიკ ობამეიანგის გაფორმების შესახებ.

ფეხბურთელმა ლაკორუნიულ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც 2028 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.

გასულ სეზონში „მარსელის“ შემადგენლობაში 37 წლის ობამეიანგმა 41 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

მსგავსი