„დეპორტე ვალენსიანო“ - ბენზემამ მამარდაშვილის სერიოზული შეცდომით ისარგებლა #1TVSPORT
„დეპორტე ვალენსიანო“ - ბენზემამ მამარდაშვილის სერიოზული შეცდომით ისარგებლა #1TVSPORT

ესპანურმა გამოცემამ, „დეპორტე ვალენსიანომ“ „ვალენსიასა“ და მადრიდის „რეალის“ შეხვედრაში ქართველის მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შეცდომაზე გაამახვილა ყურადღება.

მესტალიელთა“ ქართველი კიპერი ისევ ძირითად შემადგენლობაში იყო და მსოფლიო ფეხბურთის გრანდის წინააღმდეგ კარიერაში ყველაზე რთული მატჩი ჩაატარა. მთლიანობაში, გიორგიმ 8 სხვადასხვა სირთულის დარტყმა მოიგერია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში შეცდა.

„მტკივნეული შედეგი გულის შეტევით“, – ასე დაასათაურა ესპანურმა გამოცემამ მატჩი, რომელშიც „ვალენსია“ 66-ე წუთზე ჰუგო დურომ დააწინაურა. მაგრამ მადრიდელებმა ბოლო წუთებზე ვინისიუსის (86-ე წუთზე) და ქარიმ ბენზემას (89) გოლებით 2:1 მოიგეს.

„გოლის შემდეგ მადრიდის „რეალი“ რეაგირებას შეეცადა, მაგრამ მამარდაშვილის ძალიან თავდაჯერებულ თამაშს წააწყდა. ვინისიუსმა ანგარიში მაინც გაათანაბრა. საბოლოო შედეგი კი ძალიან მტკივნეული გამოდგა, რადგან მამარდაშვილის სერიოზული შეცდომის შემდეგ ბენზემამ მეორეც გაიტანა. „ვალენსია“ გათანაბრებას შეეცადა, მაგრამ დრო აღარ ეყო“, – წერს „დეპორტე ვალენსიანო“.