დეპაიმ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე „ლიონის“ წინადადება არ მიიღო
დეპაიმ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე „ლიონის“ წინადადება არ მიიღო

„ლიონის“ ფორვარდმა მემფის დეპაიმ უარყო კლუბის წინადადება მოქმედი კონტრაქტის გაგრძელების თაობაზე.

„ჩვენ გვქონდა არაერთი შეხვედრა მემფისთან. მას რამდენიმე წინადადებით მივმართეთ, მაგრამ არცერთი არ მიიღო. შეთანხმება თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ, ჯერჯერობით არ არის, მაგრამ შევეცდებით ყველაფერი გავაკეთოთ, რათა დეპაისთან შეთანხმება შევძლოთ“, – განაცხადა „ლიონის“ პრეზიდენტმა ჟან-მიშელ ოლამ.

დეპაი მინდორზე დეკემბრის შემდეგ არ გასულა, რადგან სერიოზული ტრავმა მიიღო – მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა. საფრანგეთის ჩემპიონატში მან 13 მატჩი ჩაატარა და ცხრა გოლი გაიტანა.